ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური გამოცემა The Irish Times-ი მომღერლის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დიდი მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები დამწუხრებულნი არიან და ამ ძალიან რთულ დროს პრივატულობას ითხოვენ”, - წერია მომღერლის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.