აფრიკული კავშირის თავმჯდომარის, აზალი ასუმანის განცხადებით, აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის იმედი აქვთ და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ამ შესაძლებლობის განხილვა სურთ. მისივე თქმით, რუსეთ-აფრიკის სამიტზე აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტი უნდა გახდეს.
"მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შედეგები მთელს მსოფლიოს ეხება, განსაკუთრებით კი აფრიკას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში და ამ საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე პუტინთან და განვიხილავთ ამ შეთანხმების ახლიდან ამოქმედებას“, - განაცხადა აფრიკული კავშირის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აფრიკის სამიტი სანქტ-პეტერბურგში დღეს გაიხსნება და 2 დღეს გასტანს.