ფილიპინებში ტაიფუნ „დოქსურს“ სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნ „დოქსურს“ სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა.

მაშველებმა თავშესაფარში 5 700-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.

„დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა. ადიდდა მდინარეები, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ფილიპინებში ტაიფუნმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.