სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად

გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.

„აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი იყვნენ სასამართლო სისტემის კონტროლით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი და ქვეყანაში ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არსებობს.

„ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებში და გვინდა ვიხილოთ წინსვლა ამ საკითხებში მომდევნო თვეებში. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭო მოხსენებას წარადგენს“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა