ლოიდ ოსტინი უკრაინის კონტრშეტევაზე - უკრაინელებს აქვთ მათთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე ვარიანტი და შეგვიძლია ველოდოთ, რომ გააგრძელებენ ზეწოლის განხორციელებას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას, მიმდინარე კონტრშეტევის დროს, მოქმედების რამდენი ვარიანტი აქვს.

ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონტრშეტევის სტატუსზე ან ბრძოლის კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინა „ინარჩუნებს პირად შემადგენლობასა და აღჭურვილობას“.

”ჯერ კიდევ აქვთ მათთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე ვარიანტი და შეგვიძლია ველოდოთ, რომ გააგრძელებენ ზეწოლის განხორციელებას,” - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინა კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

”უკრაინა კარგად არის მომზადებული და გაწვრთნილი იმისთვის, რომ წარმატებული იყოს და გასულ კვირას გითხარით, ისინი იბრძოდნენ, მუშაობდნენ დანაღმული ველებისა და სხვა დაბრკოლებების გადასალახად, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ დიდი საბრძოლო ძალა ”, - აღნიშნა ოსტინმა.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე კონტრშეტევაში დამატებითი ძალები ჩართო, რაც ტელეკომპანიის წყაროს შეფასებით, იმის ნიშანია, რომ მათ რუსეთის თავდაცვითი ხაზების პოტენციური სისუსტეები დაადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება