გია ვოლსკი - ო'ბრაიენმა თქვა, რომ საქართველოში სისტემა მაღალ დონეზე მუშაობს და რუსეთს არანაირი რესურსი არ გააჩნია, საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს - მისმა პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია

ო'ბრაიენის პასუხები არის ზუსტად ის, რამაც პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, ო'ბრაიენმა აღნიშნა დამატებითი ყურადღების საჭიროება, მაგრამ როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ყურადღება იქნება მიმართული სხვა ქვეყნებზეც, იქნება ეს ევროპაში, აზიასა თუ კავკასიაში.

"ჩვენი ოპონენტების ჯგუფი თავის მედიასაშუალებებით იმდენად დამწუხრებულია ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებებით, რომ რაიმე ნეგატივს ეძებს. ო'ბრაიენმა თქვა, რომ სისტემა მუშაობს მაღალ დონეზე. ალბათ, არ გიყურებიათ სხდომისათვის. ითქვა, რომ სისტემა მუშაობს, სისტემა არის მაღალ დონეზე აწყობილი, თანამშრომლობა არის მაღალი დონის, არანაირი რესურსი არ გააჩნია რუსეთს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს საქართველო. შემდეგ შეკითხვა დაისვა, ხომ არ იქმნება დამატებითი აუცილებლობა ფრენების დაშვების გამო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით და ო'ბრაიენი პასუხობს: "დიახაც, საჭიროა კიდევ დამატებითი თვალყურის დევნება". ეს არ არის მხოლოდ საქართველო, ნებისმიერი ქვეყანა ბალტიისპირეთით დაწყებული, დამთავრებული აზიის იქნება, ევროპის, თუ გინდათ, კავკასიის რეგიონის ქვეყნებით. დამატებით ყურადღებას საჭიროებს ყველა და ეს ყურადღება იქნება მუდმივი და არც საქართველოა გამონაკლისი...

ო'ბრაიენის პასუხები არის ზუსტად ის, რამაც პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიის სერიოზული ნაწილი," - განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განაცხადებით, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ, თუმცა სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. სენატში ო'ბრაიენს ჰკითხეს, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან.„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა