მედია - უკრაინელ დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

უკრაინის სახალხო დეპუტატების მდიდრულ კურორტებზე „მივლინებებთან“ დაკავშირებული სკანდალების სერიის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ სახალხო დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია.

„მართალია, ყველა დეპუტატსა და თანამდებობის პირს აუკრძალეს უკრაინის დატოვება, ხალხმა დაკარგა რეალობასთან კავშირი, ახლა შესაბამისი ორგანოები ძალიან ფრთხილად შეამოწმებენ სამივლინებო დოკუმენტებს, მოწვევებს და ა.შ.“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ განსაკუთრებით სკანდალურმა პირებმა, მას შემდეგ რაც მანდატს დაკარგავენ, შეძლონ გაწვევის უწყებების მიღება და საომრად წასვლა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება მუშაობს კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც საჯარო მოხელეების მივლინებებს დაარეგულირებს.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები, უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად, იძიებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დროს დეპუტატ იური არისტოვის დასასვენებლად წასვლის კანონიერებას.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!