ანონსი  28 ივლისი

28 ივლისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

მის: ბროსეს #6

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 880 908

28 ივლისს 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში”, „ევროპული პარადიგმის“ ეგიდით საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა/დისკუსია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

28 ივლისს, 12.00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ალექსანდრე ასათიანი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის წარდგენა.

მის: კახეთისგზატკეცილი 45ა

საკ: მაკუნა ჟვანია 5 99 434 308

28 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ზაფხულის ცხელი სეზონი: ტყის ხანძრების რისკები, უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაზე არსებული სანქციები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01, ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05.

28 ივლისს, 20:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ეზოში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება.

მის: ირინა ენუქიძის ქუჩა N5 ა, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური საცხოვრებელი.

საკონტაქტო პირი: ლაურა პაპასქუა - 595801587

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს