ანტონიო გუტერეში - მიმდინარე წლის ივლისი ექსტრემალური სიცხის მხრივ მსოფლიო რეკორდს მოხსნის - კლიმატური ცვლილებები უკვე ხდება, რაც შემზარავია და ეს მხოლოდ დასაწყისია

მიმდინარე წლის ივლისი ექსტრემალური სიცხის მხრივ მსოფლიო რეკორდს მოხსნის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა და ევროპულმა ორგანიზაციამ Copernicus ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2023 წლის ივლისი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე გახდება. კლიმატური ცვლილებები უკვე ხდება, ისინი შემზარავია და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა გუტერეშმა.

მან აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის ზომების მიღება, რათა კატასტროფას ავარიდოთ თავი. გუტერეშის თქმით, ივლისი ტემპერატურის მაჩვენებლების მხრივ მსოფლიო რეკორდს მოხსნის იმის მიუხედავადაც, რომ უახლოს დღეებში გარკვეული აგრილებაა მოსალოდნელი.

„მუსონურ წვიმებს ბავშვები მიაქვს, ოჯახები ხანძრებს გაურბიან, სიცხის გამო მუშები გონებას კარგავენ. ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის უზარმაზარი ნაწილისთვის ეს სასტიკი ზაფხულია. პლანეტისთვის ეს კატასტროფაა“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა