უკრაინელებმა სტარომაიორსკე გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკე რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

“ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.

ვიდეოში 35-ე ბრიგადის მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ სოფელი სტარომაიორსკე „არეის“ ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია სტარომაიორსკეს დეოკუპაციის შესახებ.

"დონეცკის ოლქის სტარომაიორსკე გაათავისუფლეს. ახლა ჩვენი დამცველები აგრძელებენ დასახლების გაწმენდას", - წერს ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის