ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის დაზიანებული ფერისცვალების ტაძრიდან - ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

„აქ, ფერისცვალების ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, იგრძნობა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა, მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ საქმეს ჩვენთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზელენსკის განცხადებით, ტაძრის აღდგენის შესაძლებლობის შესაფასებლად არქიტექტურის ექსპერტები მუშაობენ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება