ჯორჯია მელონი - იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს

ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საქმის პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ, - - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს.

იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

"იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის