მოსკოვის მერი - თავდაცვის სამინისტროს ძალებმა მოსკოვზე დრონით თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, წუხელ რუსმა სამხედროებმა დედაქალაქზე დრონით თავდასხმა მოიგერიეს.

„ღამით განხორციელლდა თავდასხმის მცდელობა მტრის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჩამოაგდეს“, - აღნიშნა სერგეი სობიანინმა.

მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ღამით, მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა დრონმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლომდებარე შენობა დააზიანა. მეორე კი მოსკოვის ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. უკრაინულმა მედიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა