უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის, გასულ დღე ღამეში, 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 70-ჯერ გახსნა.

„რუსული ტერაქტების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, დანგრეულია და დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა სამხრეთ უკრაინაში და საცხოვრებელი კორპუსები“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონებს, 1 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 1 - მართვის პუნქტს.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტიპის „Shaded 136“ ტიპის 8 დამრტყმელი დრონი და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 5 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიას, საბრძოლო მასალის საწყობს, 5 საარტილერიო იარაღსა და საწვავი და საპოხი მასალების საწყობს დაარტყეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა