იაპონია რუსეთში გარკვეული ავტომობილების ექსპორტს კრძალავს

იაპონია, 9 აგვისტოდან, 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე და ჰიბრიდული ავტომობილების რუსეთში ექსპორტს კრძალავს.

„ზომები 2 აგვისტოს გამოცხადდება 9 აგვისტოდან ამოქმედდება. შესაბამისად, რუსეთში 1900 მილილიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების, მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების საბურავების ექსპორტის აკრძალვა მოხდება“, - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

„ეკონომიკის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში არსებულ ვითარებას, მსოფლიო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, „დიდი შვიდეულის“ და სხვა ქვეყნების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ყველა ღონეს გამოიყენებს ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის განსახორციელებლად“, - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის