აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უკრაინას წამყვანი მწარმოებლის, Skydio-ს მიერ გადაცემულ 9 ავტონომიურ დრონს მიაწვდის.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დრონები ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.
“Skydio 2+ DRONEBS აქვთ 4K კამერები, რომლებიც გამოყენებული იქნება ფოტო და ვიდეო კონტენტის გადასაღებად ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის“, - აცხადებენ USAID-ში.
ორგანიზაციის განმარტებით, დრონები დაეხმარება გენერალურ პროკურატურას განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 115 000-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებების მოპოვებაში.