აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, საქართველოში რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს მთავრობა მონაწილეობს.

“რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამ საზოგადოების ადეკვატური პროტესტი გამოიწვია.

გამართლდა ის გაფრთხილებები, რომლითაც ხალხს მივანიშნებდით იმ საფრთხეზე, რომელსაც რუსული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნით განიცდის ჩვენი სახელმწიფო.

გუშინ ვიხილეთ ოკუპანტი ქვეყნის ,,ტურისტები“, რომლებმაც დაუფარავად განაცხადეს, რომ რუსეთი არაა ოკუპანტი, მეტიც,საქართველოს აგრესიისგან დავიცავით აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის დღევანდელი მთავრობის აქტიური მონაწილეობით.

შესაბამის სამსახურებს (საპატრულო პოლიცია, პროკურატურა) როდესაც მათთვის ცნობილი გახდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დარღვევის შესახებ მათ უნდა ემოქმედათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და პროცესის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე ვითხოვთ პასუხს კონკრეტული სამსახურებისგან თუ რა მოიმოქმედეს აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და ასეთის არარსებობის შემთხვევაში იმ თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას, ფაქტზე გამოძიების დაწყებას და საზოგადოების ინფორმირებას”, - განაცხადა ლევან ანთაძემ

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება