ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც  ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით

არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ქმნიან ასეთ გეგმებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვეუბნება, რომ უნდა გავიმარჯვოთ. არ გავჩერდეთ, არ ვივაჭროთ, ბედს არ მივენდოთ, არამედ გავიმარჯვოთ და ვაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მისი თავდაცვის პოტენციალმა და შესაძლებლობამ, ჩვენი ხალხის საკუთარი თავის მიმართ რწმენამ, იარაღმა უკრაინელების ხელში და ყველას ერთიანობამ სახელმწიფოში უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და აგრესიის არ განმეორება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა