„ვაგნერელების“ ბელარუსში ყოფნის გამო, უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს

“ვაგნერის“ მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამო უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვის გაძლიერება იგეგმება, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარია როგორც სამხედრო, ასევე, საინფორმაციო საფრთხეებზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, სერჰი ნაევმა და უსაფრთხოების სამსახურის კიბერ დეპარტამენტის უფროსმა ილია ვიტიუკმა შეხვედრა გამართეს.

„უსაფრთხოების სამსახურს ასევე აქვს ინფორმაცია „ვაგნერის“ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების, „ტროლების ქარხნების“ და პროპაგანდისტული მედიის მუშაობის შესახებ, რომლებსაც მტერი აქტიურად იყენებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო და კიბერშეტევებისთვის. ამიტომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგობის გაძლიერებას თანამედროვე კიბერ საფრთხეების მიმართ და საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის მედიაწიგნიერების გაზრდას“, - აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს უკვე აქვთ საკმარისი გამოცდილება სამხედრო, კიბერ და ინფორმაციული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ამიტომ მტერს მხოლოდ უსიამოვნო სიურპრიზები ელის“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს