უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში 245 220 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 245 220 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 390 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

„ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარის 4191 ტანკი, 8167 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 4786 საარტილერიო სისტემა, 698 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 458 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 311 ვერტმფრენი, 4007 უპილოტო საფრენი აპარატი, 1347 ფრთოსანი რაკეტა, 18 ხომალდი/კატარღა, საავტომობილო ტექნიკა 7247 ერთეული და ავტოცისტერნა, სპეციალური ტექნიკის 710 ერთეული გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის