ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ცალკეულ სექტორში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის სამხედრო მოქმედებების გამწვავება შეინიშნება

ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ცალკეულ სექტორში უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის სამხედრო მოქმედებების გამწვავება შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ქალაქ ორეხოვის სამხრეთით, საომარი მოქმედებები კონცენტრირებული იყო სოფელ რაბოტინოს (ტოკმაკის თემი) მახლობლად, სადაც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის 58-ე გაერთიანებული არმია.

ამავდროულად, აღმოსავლეთით 80 კმ-ზე, უკრაინულმა ძალებმა გამანადგურებელი იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის 247-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებზე, რათა გაეთავისუფლებინათ სოფელი სტარომაიორსკოე (დონეცკის ოლქი).

„ამავდროულად, ჩრდილოეთით, საჰაერო სადესანტო ძალების სხვა დანაყოფებმა (რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები) განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სერებრიანსკის ტყეში კრემენნაიას დასავლეთით, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა