„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერი ერთი თვეა რუსული ძალების პატიმრობაშია და პერმანენტულად წამების მსხვერპლია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერი ერთი თვეა რუსული ძალების პატიმრობაშია და პერმანენტულად წამების მსხვერპლია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ტელეგრამზე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ინჟინრისთვის ამ დრომდე არანაირი ბრალი წაყენებული არ აქვთ, წამების შემდეგ კი, იმისთვის, რომ მისი გარდაცვალება თავიდან აირიდონ, მას საავადმყოფოში ათავსებენ.

„ერთ თვეზე მეტია, 2023 წლის 23 ივნისს, დამპყრობლებმა აიყვანეს სერჰი პოტინგა, რომელიც ენერგოდარში რჩებოდა და სადგურზე მუშაობდა. ის პოლიციის განყოფილებაში ნახეს, სადაც რუსებს დაკავებული ჰყავთ ადგილობრივები და ასევე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები.

სერჰი „რაშისტების“ ტყვეობაშია და რეგულარულად არის წამებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. წამების შემდეგ, დამპყრობლები ინჟინერს საავადმყოფოში გზავნიან, ყოველ ჯერზე, რათა ის არ მოკვდეს. ამავდროულად, მისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა აგრძელებენ მასზე ზეწოლასა და ძალადობას“,- ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება