თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ კოლეგა ლარს ლოკკე რასმუსენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვა ოფიციალური ანკარასთვის სრულიად მიუღებელი იქნება და ქვეყნებს შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა შესაძლოა დანიაში ყურანი დაწვან.

ვაჟა ბერიძე - საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025
პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა
წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს