გაერო - 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ივლისი წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი იქნება. ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი. მათი თქმით, ტემპერატურის მატება კლიმატური კატასტროფების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს