უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

„დღეს მოძრაობა გავაგრძელეთ სამხრეთის ფლანგზე ბახმუტის გარშემო. არის გარკვეული წინსვლები.

ჩრდილოეთის ფლანგი - ბრძოლები გრძელდება პოზიციების ცვლილების გარეშე. ბახმუტის მიმართულებაზე მტერს ახლა დამატებითი ძალები და საშუალებები მიაქვს,” - წერს მალიარი.

მისი თქმით, თავად ქალაქ ბახმუტში ახლა ორივე მხარე აგრძელებს დაბომბვებს.

სამხრეთით არსებული ვითარების კომენტირებისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „თანდათან, მაგრამ თავდაჯერებულად” წინ მიიწევენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.

„შეტევის ყველა მიმართულებაზე გრძელდება ბრძოლები. ჩვენი დამცველები თავიანთ სამუშაოს აკეთებენ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო. მაგრამ ყველა დეტალი იქნება მაშინ, როდესაც ოპერაციების უსაფრთხოება მოგვცემს საშუალებას,” - წერს მალიარი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში