სუმში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდა

სუმის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე, დაშავებულების კი 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა საკონტაქტო ქსელის ელემენტები.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ სუმში საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ხუთი დაშავებულის შესახებ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა