ანონსი  31 ივლისი

31 ივლისს, 11:00 საათზე, „18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდება.

პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ: „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

საკონტაქტო: ლილი ხმალაძე - 599 27 06 46

​31 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის ივნისი

მის: ცოტნე დადიანის #30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

31 ივლისს, 12:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2023 წლის გამოცდების დასრულება და პირველადი შედეგების გამოცხადება.

მის: მინდელის N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

საკონტაქტო პირი: თამთა ბატიაშვილი - 595 76 76 76.

31 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკული რესტორანი Subway ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, USAID Georgia-ს მისიისა და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობა დაესწრება.

საკონტაქტო: ნანა ბარამიძე - 591917999

31 ივლისს, 19:00 საათზე, ნუგზარ სუარიძის საავტორო, დოკუმენტური ფილმის „სულიერი ბრძოლა“ პრემიერა გაიმართება.

თემა: საქართველოს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია.

მის: ლადო ასათიანის 62

საკონტაქტო: 577 32 73 23

31 ივლისს, 20:00 საათზე, ანაკლიაში, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მოსახლეობას შეხვდებიან და პრეზენტაციას გამართავენ.

მის: ანაკლიის ბულვარი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია-599 43 43 08

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა