მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის შეჭრა ტოტალურ ფიასკოდ უნდა იქცეს, ნებისმიერი სხვა „პოლიტიკური“ შედეგი გამოიწვევს სისხლიანი კანიბალების ტრიუმფს მთელ მსოფლიოში

უნდა გვესმოდეს, რომ რუსები სამხედრო გზით უნდა განიდევნონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პუტინის შეჭრა ტოტალურ ფიასკოდ უნდა იქცეს. ნებისმიერი სხვა „პოლიტიკური“ შედეგი გამოიწვევს გლობალური უსაფრთხოების წესრიგის დაშლას და სისხლიანი კანიბალების ტრიუმფს მთელ მსოფლიოში, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დასრულება შესაძლოა „პოლიტიკურმა არჩევანმა“ განსაზღვროს.

"იტალიის თავდაცვის მინისტრი აბსოლუტურად მართალია, როცა ამბობს, რომ ფრონტზე განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ აუცილებლობას. ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივი და ცნობილია: გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავიაციის, მათ შორის F-16 თვითმფრინავების მიწოდების განბლოკვის შესახებ; გადაწყვეტილება შორი მანძილის რაკეტების გადაცემის განბლოკვის შესახებ; გადაწყვეტილება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდის შესახებ. ყველა ეს გადაწყვეტილება ცნობილია, მაგრამ მთავარია მათი დროულობა", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა. "უკრაინის კონტრშეტევა, როგორც ზოგიერთი ჩვენგანი ელოდა, რამდენიმე სირთულეს წააწყდა. რუსული სანგრები ართულებს შეტევას. ამიტომ, კონფლიქტის დასრულება, შესაძლოა, პოლიტიკურმა არჩევანმა განსაზღვროს", - აღნიშნა გვიდო კროზეტომ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა