პაკისტანის პოლიციის განცხადებით, აფეთქების უკან, რომელსაც 44 ადამიანი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დგას

პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის მხარდამჭერების შეხვედრაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე, დაშავებულების რიცხვი კი 200-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ სცენასთან ახლოს განახორციელა, სადაც პარტიის რამდენიმე ლიდერი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების თანახმად, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დგას.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. ბაზართან ახლოს მდებარე დარბაზში ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის 500-ზე მეტი მხარდამჭერი იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში