დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა ნიგერს სანქციები დაუწესეს და ძალის გამოყენებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო გადატრიალების ლიდერები ერთ კვირაში პრეზიდენტს ძალაუფლებას არ აღუდგენენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა ნიგერს სანქციები დაუწესეს და ძალის გამოყენებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო გადატრიალების ლიდერები ერთ კვირაში პრეზიდენტ მუჰამედ ბაზუმს ძალაუფლებას არ აღუდგენენ.

ECOWAS-ის ბლოკმა, რომელიც 15 ქვეყანას აერთიანებს და ეკონომიკურმა და სავალუტო კავშირმა, რომელშიც აფრიკის რვა ქვეყანაა გაწევრიანებული, განაცხადეს, რომ დაიხურება საზღვრები ნიგერთან, აიკრძალება კომერციული ფრენები, შეჩერდება ფინანსური ტრანზაქციები, გაიყინება ეროვნული აქტივები და შეწყდება დახმარების მიწოდება.

გუშინ, ნიგერის დედაქალაქ ნიამეში, საფრანგეთის საელჩოსთან სამხედრო გადატრიალების მომხრეები შეიკრიბნენ და ყოფილ კოლონიაზე საფრანგეთის გავლება გააპროტესტეს. მათ საფრანგეთის დროშები დაწვეს და საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს.

დემონსტრანტების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ მხარდაჭერასაც გამოხატავდა და სკანდირებდა : "გაუმარჯოს პუტინს", "გაუმარჯოს რუსეთს" და "ძირს საფრანგეთი". პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს მათ, ვინც ნიგერში საფრანგეთის მოქალაქეებს ან ობიექტებს თავს დაესხმება.

შეგახსენებთ, ნიგერში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის წევრებმა პრეზიდენტი ბაზუმი დაამხეს და ძალაუფლება სამხედრო ხუნტას, სამშობლოს დაცვის ეროვნულ საბჭოს გადასცეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის