პროექტის „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

„გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და განათლების, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პირველი ადგილის მფლობელს მან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მონაწილეებს კი, პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები და სერტიფიკატები გადაეცათ.

„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს