ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კრივი-რიჰზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 230 ადამიანი და 57 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
„სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განყოფილებებმა გადაარჩინეს 3 ადამიანი, მათ შორის 2013 წელს დაბადებული ბავშვი, განახორციელეს 30 ადამიანის ევაკუაცია. სულ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 230 ადამიანი და 57 ერთეული ტექნიკა,"- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა, მეორე კი მაღალსართულიან კორპუსს, რის შედეგადაც მისი ნაწილი განადგურდა.