დიმიტრი პესკოვი - რუსეთი თვალყურს მიადევნებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრას

რუსეთი, რა თქმა უნდა, თვალყურს მიადევნებს ამ შეხვედრას, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მიზნებია დასახული და რა საკითხებს­ განიხილავენ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრას, რომელზედაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილონ.

მისი მტკიცებით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა დადებით შეფასებას იმსახურებს.

ამასთან, პესკოვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოსკოვის პოზიცია, რომ ამჟამად კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველს ვერ ხედავს.

„კიევის რეჟიმს არ სურს და არ შეიძლება სურდეს მშვიდობა სანამ მას კოლექტიური დასავლეთის რუსეთთან ომში იარაღად იყენებენ", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი 5-6 აგვისტოს უკრაინაში ომის დასრულების საკითხებთან დაკავშირებით მეორე შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც 30 ქვეყნის წარმომადგენელია მოწვეული. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების თაობაზე სახელმწიფოთა ლიდერების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა საუდის არაბეთში უახლოეს მომავალში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა