ირაკლი ღარიბაშვილი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

„სიხარულით ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოკლედ გაგაცნობთ ჩემ ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო მრავალი ცივილიზაციის გული იყო საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის 3000-წლიანი ისტორიით. ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა.

ჩვენი მემკვიდრეობა ასახავს სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, მაგრამ მაინც გამოირჩევა უნიკალურობით. ქართული კულტურას გამორჩეული და უქრობი ხიბლი გააჩნია - ცოცხალი ტრადიციული ცეკვებიდან და სულისშემკვრელი პოლიფონიური სიმღერებიდან დაწყებული, იშვიათი გემოების მქონე კერძებამდე და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციამდე გაგრძელებული, რამაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს გაუთქვა სახელი.

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას.

ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავენ ჩვენ. მათი დაცვის პირობებში, პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს.

ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას", - განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება