არჩილ კალანდია პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე - ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, 31 წლის განმავლობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ორ ქვეყანს შორის, ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა

საქართველო-ჩინეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობის დონემდე ავიდა - უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, რადგან 31 წლის განმავლობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ორ ქვეყანს შორის ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ.

„მოგეხსენებათ, დღეს ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ციფრული ეკონომიკის, „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აუდიტებს შორის. გარდა ამისა გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველო კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს „სარტყელისა და გზის" გლობალურ ინიციატივაში. გაიხსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი პეკინის კულტურისა და ენის უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კულტურის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებითაც პარტნიორობას. ასევე პრემიერი შეხვდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ფინანსური ინსტიტუტის, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ასე რომ ძალიან მრავალმხრივი და დახუნძლული ვიზიტი გამოდგა და ამ ვიზიტის შედეგებიი ქნება გზამკვლევი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისა არაერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ელჩმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება