მიხაილო პოდოლიაკი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს

ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდიოლიაკი კრივი-რიჰზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ რუსეთი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს.

"ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი-რიჰი. რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. დაშავდა 53, დაიღუპა 4, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა იწყება უკრაინის ცის დახურვით, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებით", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა, მეორე კი მაღალსართულიან კორპუსს, რის შედეგადაც მისი ნაწილი განადგურდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის