ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა სამი და დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის ოთხი მოხალისე და არასრულწლოვანი ბიჭი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა აქვეყნებს.
ხერსონის პროკურატურის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი მიკრორაიონი.
„დაიბომბა საოლქო ცენტრი, შედეგად 10-მდე სამოქალაქო პირი არის დაშავებული. დაბომბვები ახლაც გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარეობს გამოძიება.