ადამ კინზინგერი - საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარებაში დარჩება, ან ახალი მთავრობა აირჩიოს

აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ გზას ირჩევს და საკუთარ ხალხს უღალატა.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იმის მოლოდინი, რომ ქართველები მისალმებოდნენ იმ ადამიანებს, რომელთა ქვეყანასაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არ გამართლდა.

„ქართველებმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს“, - განაცხადა დეგნანმა ბათუმში სოჭიდან წამოსული საკრუზიო ლაინერის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა