რომეო მიქაუტაძემ ესკო-ს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ ქებურია წარადგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) თანამშრომლებს ახალ გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის პროფესიულ და მენეჯერულ უნარებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კახაბერ ქებურიას, როგორც ენერგეტიკოსის, გამოცდილება, დაეხმარება კომპანიას, არსებულ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვას.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კომპანიის ახალი დირექტორის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დადებითად აისახება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომ საქმიანობაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს დავით თვალაბეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

„კახაბერ ქებურია მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მათ შორის, 2022 წლიდან ის იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში. 2005 - 2018 წლებში კახაბერ ქებურიას ეკავა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია