ბელარუსის თავდაცვის უწყება - ბელარუსისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, თეირანში ჩატარებული შეხვედრის დროს ბელარუსისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას და მისი რეალიზების გეგმას მოაწერეს ხელი.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე და ასევე, სამხედრო სფეროში პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირანის თავდაცვის მინისტრის, რეზა აშტიანის განცხადებით, ირანის საგარეო პოლიტიკაში ბელარუსი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ირანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე, ასევე, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის საკითხები განიხილეს.

„თეირანი მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას, მაგრამ, ამავდროულად, შეშფოთებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანის გაფართოებით, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე ხდება“, - განაცხადა რეზა აშტიანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება