ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უწყების მიღების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაბამისი უწყების მიღების შემდეგ სამხედრო კომისარიატშიგამოუცხადებლობაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე არის განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატიო მიზეზის გარეშე სამხედრო კომისარიატში არმისვლაზე წვევამდელი 10-დან 30 ათასამდე რუბლით დაჯარიმდება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, თუ რუსეთის მოქალაქემ სამხედრო კომისარიატს ოჯახური მდგომარეობის, განათლების, თანამდებობის, სამუშაო ან სწავლის ადგილის, სხვა საცხოვრებელზე გადასვლის შესახებ არ შეატყობინა ეს 1-დან 5 ათას რუბლამდე დაჯარიმდება.

ასევე ჯარიმები სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმასა და 6 თვის ვადით მეტ პერიოდზე რუსეთის ფედერაციიდან გასვლის შეუტყობინებლობაზე იზრდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს