„ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ აფეთქება, რის შედეგადაც პაკისტანში 54 ადამიანი დაიღუპა, მისი ორგანიზებულია.
აფეთქება ავღანეთთან მოსაზღვრე ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პროთალიბანური მოძრაობის მიტინგის დროს მოხდა.
მიტინგზე 1000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც მმართველ კოალიციაში შემავალი ულტრაკონსერვატიულ ისლამისტურ პარტიას, ჯამიათ ულემა-ე-ისლამ ფაზლის უჭერდა მხარს.
ექიმების განცხადებით, საავადმყოფოებში 200-ზე მეტი დაჭრილია მოთავსებული, ათეულობით პაციენტი სხვა პროვინციებში გადაიყვანეს.