თეთრი სახლი უპასუხისმგებლოს და უგუნურს უწოდებს დიმიტრი მედვედევის განცხადებას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, რუსეთის ექს-პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, უგუნური და უპასუხისმგებლოა.

როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრზე დაყრდნობით, CNN-ი იუწყება, უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენება მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული იქნებოდა და თვით რუსეთისთვის სერიოზული შედეგებით დამთავრდებოდა.

ასევე CNN-ის ცნობით, აშშ-ს თეთრი სახლი ჯერ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ბირთვული პოზიციის კორექტივებისთვის მიზეზებს ვერ ვხედავთ", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება