რუსულმა ძალებმა ხარკოვს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.
„ოკუპანტებმა ხარკოვს „კამიკაძე" დრონებით შეუტიეს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე საგანგებო სიუტუაციების სამსახურები მუშაობენ", - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.