ჩინეთში ტაიფუნ „დოქსურს" მინიმუმ 11 ადამიანი ესმხვერპლა, ქვეყანა კიდევ ერთი ტაიფუნისთვის ემზადება

ჩინეთში ტაიფუნ "დოქსურს" მინიმუმ 11 ადამიანი ესმხვერპლა, 27 კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოკისპირული წვიმების შედეგად დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონში მდინარეები და ნაკადულები სახიფათო დონემდეა ადიდებული.

ხელისუფლებამ პეკინში, მთიან ტერიტორიებზე 100-ზე მეტი გზა გადაკეტა და 52 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. დაკეტილია რკინიგზისა და მეტროს ბევრი სადგური.

ჩინეთის მთავრობამ პეკინში, მატარებლებში ჩარჩენილი მგზავრებისთვის მარაგის მისაწოდებლად 4 სამხედრო ვერტმფრენი განათავსა.

ამასთან, ჩინეთი კიდევ ერთი ტაიფუნისთვის, "ხანუნისთვის" ემზადება, რომელიც, ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაატყდება თავს. "ხანუნი" ჩინეთისთვის მიმდინარე წელს მეექვსე ტროპიკული ქარიშხალი იქნება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა