დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
უწყების ცნობით, ასეთი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, რუსეთის არმია გადაღლილია და ასევე მოქმედებების კოორდინირების პრობლემებს განიცდის.
"დიდი ალბათობით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ჯარის მეთაურობის პრობლემას საარტილერიო საბრძოლო მასალის, რეზერვების და ფლანგების უზრუნველყოფის უკმარისობა წარმოადგენს ", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დრონების იერიშები მოსკოვზე და ასევე არმიაში გაწვევის დაჩქარება იმაზე მოწმობს, რომ კრემლს აღარ გააჩნია უნარი თავისი მოსახლეობა ომისგან დაიცვას.