უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსულ დივერსიულ ჯგუფს ჩრდილოეთ საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო იუწყება.
„წუხელ, ჩერნიგოვის რეგიონში, მესაზღვრეებმა აღკვეთეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მცდელობა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადმოეკვეთა“,- წერს მინისტრი „ტელეგრამზე".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერჰი ნაევის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიიდან საზღვრის გადაკვეთა ოთხმა შეიარაღებულმა პირმა სცადა, მაგრამ უკრაინელმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
მისი თქმით, ტერიტორიის გასაძლიერებლად სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების დისლოკაცია განხორციელდა.