დოჰაში, აშშ-სა და ავღანეთის მმართველ „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა

კატარის დედაქალაქ დოჰაში, აშშ-სა და ავღანეთის მმართველი ისლამური რადიკალური მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი ღია რჩება ეკონომიკური სტაბილურობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებისთვის.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დადებითად აფასებს ავღანეთში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ინფლაციის შემცირებას და ასევე, ოპიუმის ყაყაჩოს დათესვის შემცირებას 2022 წლის დაწესებული აკრძალვის ფარგლებში და ასევე მზად არის ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

„შეშფოთებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა იწვევს. მოვუწოდებთ ავღანეთის ხელისუფლებას, გააუქმონ აკრძალვა გოგონების მიერ საშუალო განათლების მიღებაზე, ნება დართოს ქალებს თავისი პროფესიული საქმიანობა აწარმოონ და გაათავისუფლონ ციხეში მყოფი ამერიკელები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს