გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „ვაგნერის“ ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ამისთვის მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს - ის, რომ დასავლეთის დაზვერვას „თვალები“ აქვს ყველგან და ყველაფერს ხედავს,  არაფერს ნიშნავს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ამისთვის მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს.

მისივე თქმით, „ვაგნერი“ საფრთხის დამატებითი ფაქტორია, რომელიც არასტაბილურობას ქმნის და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

"ყველა ის არგუმენტი, რომ დასავლეთის დაზვერვას „თვალები“ აქვს ბელარუსშიც და რუსეთშიც, რომ ყველაფერს ხედავენ და ჩვენ შეიძლება მშვიდად ვიყოთ, რადგან არაფერი მოხდება უეცრად, არაფერს ნიშნავს... „ვაგნერის“ მაგალითზე ვხედავთ, რომ რაღაცები უეცრად ხდება ", – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ამ დაჯგუფებაზე კონტროლი არც რუსეთს და არც ბელარუსს ჰქონდეს.

"ეს ორი არასტაბილური ქვეყანაა და ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად აკონტროლებენ ისინი ამ კერძო არმიებს და რას მოაწყობენ", – დასძინა ლანდსბერგისმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს