აშშ-მა ბულგარეთთან და სამხრეთ კორეასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ

შეერთებულმა შტატებმა ბულგარეთთან და სამხრეთ კორეასთან უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შეთანხმებები გააფორმა, - ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიასთანაც.

Financial Times-ი წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის განმავლობაში იცოდა უკრაინაში საბრძოლო მასალის ამოწურვის შესახებ და კიევისთვის ჭურვების მიწოდების მიზნით ძალისხმევა გააძლიერა.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის ძალისხმევა ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას უფრო მეტი რაოდენობით 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები მიაწოდოს.

აშშ-ის არმიის მონაცემებით, ვაშინგტონი მიზნად ისახავს 2025 წლის ფისკალური წლისთვის თვეში 90 000-მდე საბრძოლო მასალა აწარმოოს. აღსანიშნავია, რომ აშშ ამჟამად თვეში 24 000-მდე საბრძოლო მასალას აწარმოებს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე 14 000-მდე საბრძოლო მასალას აწარმოებდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს